ოსტეოპოროზის პრევენციული სკრინინგი

14 აპრილი, 2025

მიმდინარე წელს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ახალი პროგრამის - ოსტეოპოროზის პრევენციული სკრინინგის დაფინანსება დაიწყო.
პროგრამის მიზანია, რისკ-ჯგუფს მიკუთვნებულ პირებში ოსტეოპენიის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და მოიცავს დენსიტომეტრიული კვლევის ჩატარებას რენტგენოაბსორბციული დენსიტომეტრიის საშუალებით, ასევე რევმატოლოგის კონსულტაციას.
პროგრამის ბიუჯეტი126 000 ლარს შეადგენს. სერვისით წელს ჯამში 600-მდე მოქალაქე ისარგებლებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და მიეკუთვნებიან შემდეგ რისკ-ჯგუფს:
▪️ 50 წლის და ზევით ასაკის ქალი ან 60 წლის და ზევით ასაკის კაცი
▪️ სტეროიდული ჰორმონის ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში (3 და მეტი თვე)
▪️ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებით - კვანძოვანი ჩიყვი, ჰიპოთირეოზი
▪️ თირკმლის და ღვიძლის ქრონიკული დაავადებებით
▪️ ქიმიო, ჰორმონო ან სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი
▪️ წარსულში მოტეხილობით
▪️ სიმაღლეში კლებით
▪️ წონის დეფიციტით.
სკრინინგის მიმდინარეობას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ვერძაძე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან, რუსუდან შავიშვილთან ერთად, მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ ,,მედცენტრში“ გაეცნო.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2025>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2730123456
2878910111213
2914151617181920
3021222324252627
3128293031123
3245678910

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები