უფასო სამედიცინო აქცია

31 მარტი, 2025

ბათუმში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, მორიგი უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.
აქციის მიმდინარეობას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენიეშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები გაეცნენ.
ოფთალმოლოგიური გამოკვლევა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკამ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად ჩაატარა. აქციით 152-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს უსასყიდლოდ გადაეცათ 304 ოპტიკური სათვალე და 22 გლუკომეტრი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2026>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
231234567
24891011121314
2515161718192021
2622232425262728
27293012345
286789101112

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები