ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ციფრული ტექნოლოგიები

28 მარტი, 2025

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე, უმაღლესი საბჭოს და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად კონფერენციას - ,,ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ციფრული ტექნოლოგიები ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში“ დაესწრო.
კონფერენცია, კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაზე პრეზენტაციები ქართველმა და უცხოელმა მომხსენებლებმა წარადგინეს, ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: 3 ტესლა მაგნიტურ რეზონანსული სისტემის უპირატესობები და გამოწვევები, მრტ სპექტროსკოპიისა და მრტ პერფუზიის როლი ნეირორადიოლოგიაში, ინოვაცია, გამოცდილება და ა.შ.
ციფრული 3 ტესლა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი დასავლეთ საქართველოში, მხოლოდ ბათუმის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ფუნქციონირებს. გარკვეული კატეგორიის პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ კვლევა ჩაიტარონ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2025>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2730123456
2878910111213
2914151617181920
3021222324252627
3128293031123
3245678910

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები