მინისტრის საათი

20 მარტი, 2025

,,მინისტრის საათის” ფორმატში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე სამინისტროს საქმიანობის ანგარიშით წარსდგა.
მინისტრმა დეპუტატებს სამინისტროს მიერ გასულ წელს დანერგილი პროგრამული სიახლეების, მზარდი ბიუჯეტის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ასევე, 2025 წელს დანერგილი სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
🔺 2024 წლის სამინისტროს ბიუჯეტი 99,5%-ით შესრულდა, 2025 წლის ბიუჯეტი 23.9%-თაა გაზრდილი და 80 მილიონ 500 000 ლარს შეადგენს. უწყება ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით - 44 მილიონ 255 460, ხოლო სოციალური დაცვის მიმართულებით 25 მილიონ 549 770 ლარს დახარჯავს.
🔘 2024 წელს განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამული სიახლეები, როგორიცაა:
▪️ 30%-ით გაიზარდა ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის ბიუჯეტი, ხოლო თითოეული პაციენტების დაფინანსების წლიური ლიმიტი 50 000 ლარამდე
▪️ უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამას, ბენეფიციარებად დაემატა სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალი
▪️ დაიწყო ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდგომი აუცილებელი კვლევების და თირკმლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში დონორისა და რეციპიენტის თავსებადობის განსაზღვრის საჭირო კვლევების დაფინანსება
▪️ დაიწყო შშმ სტატუსის მქონე 30 წლამდე 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პირებისთვის სტომატოლოგიური სამედიცინო მომსახურების დაფინანსება
▪️ დაიწყო ახალი პროგრამის განხორციელება “აჭარის მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობისა და მემთეურთა ავადობის კვლევა”
▪️ ამოქმედდება ახალი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 120 000-დან 150 000 ქულამდე სოციალურად დაუცველ ოჯახებში 16 წლამდე ასაკის ბავშვების ფინანსურ დახმარებას
▪️ 50 000 ლარამდე გაიზარდა ეკომიგრანტი ოჯახების თანადაფინანსების წილი
▪️ გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების დანამატი
▪️ გაიზარდა 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების, ასევე, ახალშობილი ტყუპების ოჯახების მატერიალური დახმარება
▪️ “2008 წლის რუსული აგრესიისა და ავღანეთის სამშვიდობო მისიის (2007-2021 წწ) დროს დაღუპული და დაზიანების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მეომართა ოჯახების დახმარება” -პროგრამის ფარგლებში, გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი, ბენეფიციარებისთვის გასაცემი თანხის მოცულობა და მოსარგებლე პირთა არეალი
▪️ დასაქმების სააგენტოს პროგრამას დაემატა ახალი კომპონენტი - ზოგად საგანამანთლებლო დაწესებულებების მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეებისათვის საინფორმაციო ტურების ორგანიზება სასწავლებლებსა და კომპანიებში.
🔘 2025 წელს:
▪️ დაიწყო ფილტვის ტრანსპლანტაციის დაფინანსება
▪️ დაიწყო გულის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებისთვის გულის სარქველის ტრანსკათეტერული იმპლანტაციის (TAVI) დაფინანსება
▪️ შშმ სტატუსის მქონე მშობელთა და ორსულთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, თანხა 2 000 ლარის ოდენობით გაიცემა 3 წლამდე ასაკის ბავშვის (ნაცვლად ერთ წლამდე ასაკის ბავშვის) შშმ სტატუსის მქონე მშობელზე და შშმ სტატუსის მქონე ორსულზე (22 კვირისა და მეტი ვადის ორსულობა), ასევე, ამავე ჰესტაციის ვადის მქონე ორსულის კანონიერ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე, რომელსაც მინიჭებული აქვს შშმ სტატუსი
▪️ გარკვეული პროგრამების ბენეფიციარებს, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარი და მეტია, 3 000 ლარზე მეტი ღირებულების სამედიცინო მომსახურებას 70%-ით უფინანსდებათ
▪️ თარგენტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტების დაფინანსება გაიზარდა - 70 000 ლარამდე
დაიწყო მასშტაბური სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება: N1 პოლიკლინიკის და ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა.
🔺 2024-2025 წლებში სამინისტროს პროგრამებით ჯამში 90 946 მოქალაქემ ისარგებლა: მათ შორის: ჯანმრთელობის დაცვის სერვისით - 38 322 მოქალაქემ, სოციალური დაცვის სერვისით - 10 981 მოქალაქემ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებით - 24 450 მოქალაქემ, ხოლო დასაქმების ხელშეწყობით - 17 193 მოქალაქემ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2025>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222627282930311
232345678
249101112131415
2516171819202122
2623242526272829
2730123456

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები