საზღვაო სფეროში დასაქმების ხელშეწყობა

19 მარტი, 2025

აჭარის დასაქმების სააგენტოს „საზღვაო სფეროში დასაქმების ხელშეწყობის“ პროგრამის შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება და მსმენელთა სერტიფიკატებით დაჯილდოება გაიმართა.
ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ვერძაძე, უმაღლლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და აჭარის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
პროგრამის მიზანია, ქართული სამუშაო ძალისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა საზღვაო ინდუსტრიაში, კერძოდ სამგზავრო გემებზე. მიმტანისა და ბართენდერის
პროფესიული სწავლება განხორციელდა წამყვანი სპეციალისტების მიერ, საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებული სპეციალური
მოკლევადიანი კურსით, რომელიც მოიცავდა:
🔹 პროფესიული მიმართულებით სასწავლო თეორიულ და პრაქტიკულ კურსს;
🔹 უცხო ენის ცოდნის დონის განვითარებასთან ერთად, პროფესიული კომპეტენციების გაღრმავებას დარგობრივი ტერმინოლოგიის შესწავლით;
🔹 საწარმოო პრაქტიკას რეალურ სამუშაო გარემოში;
🔹 საზღვაო საწვრთნელ მასერტიფიცირებელ ტრენინგ კურსს STCW კონვენციისა და IMO მოდელ კურსების მოთხოვნების შესაბამისად.
როგორც შეხვედრაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა, თეიმურაზ კახიძემ აღნიშნა, პროექტი მესამე წელია წარმატებით ხორციელდება, რაც გამოიხატება საერთაშორისო კომპანიების დაინტერესებაში და სააგენტოს მიერ გადამზადებული კადრების დასაქმებაში.
კურსდამთავრებულებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები, რაც მათთვის საზღვაო ინდუსტრიაში ახალი კარიერული შესაძლებლობების შექმნის წინაპირობა იქნება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2026>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები